საქართველოში მოქმედ მეჩეთებს რელიგიური რიტუალების გაუქმებაზე რეკომენდაცია მისცეს

საქართველოში მოქმედ მეჩეთებს რელიგიური რიტუალების გაუქმებაზე რეკომენდაცია მისცეს


„კორონავირუსის პრევენციის მიზნით, რელიგიური რიტუალების და ღონისძიებების ჩატარება, რომელშიც ბევრი ხალხი მონაწილეობს დროებით აიკრძალა“- ამის შესახებ რადიო მარნეულს სრულიად საქარტელოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა ჰაჯი რამინ იგიდოვმა უთხრა.

„ქვეყანაში დიდ საფრთხეს წარმოადგემს კორონა ვირუსი, ამიტომ მეჩეთებში შეკრებას და რელიგიური რიტუალების ჩატარებას, დროებით ვაჩერებთ“

რამინ იგიდოვმა სადენზინფექციო სამუშაოების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„მეჩეთებში მოსულ მორწუნეებსაც ვთხოვთ, როცა მოდიან თავიანთი სალოცავი ნივთები წამოიღონ და გამოიყენონ. ასევე მეჩეთში და სხვა სალოცავ ადგილებში პერიოდულად დეზინფექციის ჩატარება არ დაივიწყონ“

საქართველოში 33 კორონავირუსით დაინფიცირებულია, 1008 კაცი კარანტინშია გადაყვანილი, 64 ადამიანი კი სტაციონარული ზედამხედველობის ქვეშაა.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები