მარნეულის სკოლებში დახმარე მასწავლებლები დარჩებიან - მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი
მარნეულის სკოლებში დამხმარე მასწავლებლები რჩებიან. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან დღეს, 11 აპრილს მოაწოდეს. ჯერ კიდევ გუშინ გვეუბნებოდნენ, რომ მასწავლებლების პროფესიულ მხარდაჭერის პროგრამაში ცვილება შევიდა და დამხარე პედაგოგები სექტებრიდან ამ პროგრამით მუშაობას ვეღარ შეძლებდნენ. თუმცა, დღეს, ცენტრიდან თავად დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ყველა დამხმარე მასწავლებელი სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს. 

„არაქართულენოვანი სკოლების გაძლიერება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სექტემბრიდან სამინისტრო, არაქართულენოვან სექტორებთან და სკოლებთან დაკავშირებით, მუშაობის გაფართოვებას გეგმავს და, ბუნებრივია, ცენტრიც კოორდინირებულად ასახავს ცვლილებებს პროგრამაში. შესაბამისად, პროგრამის მონაწილე ყველა დამხმარე მასწავლებელი ინარჩუნებს სამუშაო ადგილს და მას უნარჩუნდება სახელფასო დანამატის ის რაოდენობა, რომელიც აქამდე იყო გათვალისწინებული“ - გვითხრეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

ინფორმაცია, მასწვლებლებს უკვე აცნობეს. სალომე ქირიამ საკუთარი ემოცია რადიო „მარნეულს“ გაუზიარა და თქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პროგრამის მენეჯერმა მათ უკვე უთხრა.

აღსანიშნავია, რომ რადიო „მარნეულმა“ გუშინ, 10 აპრილს, მოამზადა მასალა არაქართულენოვანი სკოლების დამხარე პედაგოგების შესახებ, რომ ისინი სექტემბრიდან ვეღარ შეძლებდნენ დამხმარე პედაგოგის სტატუსით სარგებლობას. ამ ყველაფერს მასწავლებლების მხრიდან ერთგვარი უკმაყოფილება მოჰყვა და ისინი მასწავლებლების პროფესიული მხარდაჭერის პროგრამით არაქართულენოვან სკოლებში ყოფნას კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ.

არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიულ მხარდაჭერის პროგრამას წლებია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, რომელსაც  თავდაპირველად „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ერქვა.

მარნეულს, ამ ეტაპზე, 47 დამხმარე მასწავლებელი ჰყავს, მათი პროგრამით განსაზღვრული სახელფასო ანაზღაურება კი დაახლოებით 600 ლარს შეადგენს.

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები