დღევანდელი ფასები მარნეულის ღია აგრარულ ბაზარში
მარნეულის ღია აგრარულ ბაზარში ხალხმრავლობაა. ბაზრის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლა კონტროლდება. შესვლის დროს ყველა მანქანას დეზინფექცია უტარდება. მოსახლეობა თერმოსკრინინგს გადის, მოსახლეობას პირბადეებისა და სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავების გარეშე ტერიტორიაზე არ უშვებენ.
  • მარნეულის ბაზარში არსებული პროდუქტების ღირებულება დღეს, 7 მაისს, შემდეგია:
  • ერთი კგ ვარდისფერი პომიდორი - 4,50 ლარი
  • წითელი პომიდორი – 3,50-4,50 ლარი
  • ახალი კარტოფილი – 1,50 ლარი
  • ძველი კარტოფილი – 1,30 ლარი
  • სტაფილო და ჭარხალი – 2 ლარი
  • ბადრიჯანი – 3 ლარი
  • ხახვი – 1,30-1,50 ლარი
  • კიტრი – 2 ლარი
  • კომპოსტო – 0,50-0,60 ლარი
  • ბულგარული – 6 ლარი
  • ვაშლი – 3,70-4 ლარი
  • ფორთოხალი – 4,50 ლარი
  • ალუჩა – 5 ლარი
  • 6 კონა ქინძი, 4 კონა რეიჰანი, 3 კონა ოხრახუში, 4 კონა კამა, 10 კონა მწვანე ხახვი, მათი ფასები ერთი ლარია.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მარნეულის ღია აგრარული ბაზარი 6 აპრილს ჩაიკეტა. მთავრობის რეკომენტაციის საფუძველზე 17 აპრილს ბაზარი გაიხსნა.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტს ჩაიკეტა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და მაშინ ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები