"კოვიდური" ბოლო ზარი მარნეულში
მეთორმეტე კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ უჩვეულო გარემოში, დისტანციურად, სკოლისგან შორს დაირეკა. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის დღეს, 20 მაისს, სასწავლო პროცესი დასრულდა. სოფელ ხიხანში მცხოვრებ ლელა მახარაძეს გული სწყდება, რომ დღეს, რომელსაც 12 წელი ელოდა, ფაქტობრივად მარტო ხვდება.

„ნამდვილიად უცნაური შეგრძნებაა. სულ სხვა წარმოდგენა მქონდა ამ დღესთან დაკავშირებით. გეგმების დაწყობა მოვასწარით, მაგრამ განხორციელება ვერა. სამწუხაროდ, ბოლო ზარს ვერ ვრეკავთ, მაგრამ გადავდეთ და ვფიქრობთ, რომ შემდედეგ აუცილებლად ჩავატარებთ. დღეს სკოლაში სიმბოლურად მოვედი“

ლელას მსგავსად, უჩვეულო გარემოში მოუწია სკოლის დამთავრების აღნიშვნა მარნულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეს მარიამ ბრეგვაძესაც. როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს, კლასმა სიმბოლურად პერანგებიც მოხატა და პანდემიის პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური ატრიბუტი, პირბადეებიც დაამშვენა. 




„ძალიან განვიცადე ასე ვითარებაში რომ დავამთავრე სკოლა, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ რაღაც მაინც შევძელით და აღვნიშნეთ. პერანგებზე რომ დავახატინეთ მხატვარს COVID-19, მან სიურპრიზად დავახვედრა პირბადეები, ძალიან გაგვახარა“

მისალოცი სიტყვები წერეთლის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა დისტანციურად, ვიდეო რგოლის მეშვეობით ჩაწერეს და სკოლის ვებ გვერდზე გამოაქვეყნეს



ლუკა ნადირაძე წერეთლის საჯარო სკოლის ქართულენოვანი სექტორის მეთორმეტე კლასის ერთადერთი ბიჭი კურსდათავრებულია. კლასში სულ შვიდნი, 6 გოგო და ერთი ბიჭი არიან.



„შეჩვეული ვიყავი სიტუაციას და ერთმანეთსაც შევეჩთვიეთ. გოგოებიც ისე იყვნენ ჩემთან მიმართებაში, რომ არ მეგრძნო თავი ისე, რომ მარტო მე ვიყავი კლასში ბიჭი. ძალიან ბევრი გეგმა გვქონდა , კონცერტის ჩატარება გვინდოდა, მანქანებით სიარული, როგორც ტრადიციულად ხდება ხოლმე, მაგრამ სამწუხაროდ, კორონავირუსმა შეგვიშალა ხელი. გული გვწყდება, თუმცა სხვა გზა არ არის.



მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სკოლა 898-მა მეთორმეტეკლასელმა დაასრულა.

„ბოლო ზარის“ დისტანციურად აღნიშვნის გეგმა აქვს ქალაქ მარნეულის N5 სკოლაც. 



აღსანიშნავია, რომ აბიტურიენტებისთვის „ტელესკოლის“ ფარგლებში განკუთვნილი სპეციალური გაკვეთილები 15 ივნისამდე გაგრძელდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები