დღევანდელი ფასები მარნეულის აგრალურ ბაზარში
მარნეულის აგრალურ ბაზარში ჩვეული ხალხმრავლობაა. დაახლოებით 70 დახლი ღია სივრცეში ორმწკრივადაა ჩამწკრიბეული და მყიდველებს დილაადრიან იღებს. ტერიტორიაზე პირბადის გარეშე შესვლა აკრძალულია.

როგორც რადიო „მარნეულს“ ადგილობრივები ეუბნებიან, აქ, შედარებით იაფად ვაჭრობენ და პროდუქტების შესაძენად  სოფლებიდან ჩამოდიან

1 კილოგრამი კარტოფილი დღეს 80 თეთრი ღირდა
1 კილოგრამი პომიდორი 2 ლარი ღირს

1 კილოგრამი ხახვის ღირებულება ერთი ლარია

მარნეულის ბაზარში ერთი კილოგრამი მწვანე ლობიო 3 ლარი ღირს

1 კილოგრამი კიტრი 1.20 ლარი ღირს

5 კონა მწვანილი ერთი ლარი ღირს

1 კილოგრამი მარწყვი 5 ლარი ღირს



მარნეულის ბაზარი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ერთი თვე ჩაკეტილი იყო. 27 აპრილს კი მუშაობა მხოლოდ აგრალურმა ბაზარმა განაახლა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები