მილიონიანი პარკის ტერიტორიის გახსნიდან ოთხ თვეში, ინვენტარი დაზიანებულია
დაახლოებით ოთხი თვეა, რაც მარნეულში ცენტრალური პარკი და განახლებული მონუმენტური ძეგლი „კიდევაც დაიზრდებიან“ ოფიციალურად გაიხსნა.

რეკრეაციული ზონის მოსაწყობად მერიამ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, თუმცა გახსნიდან ოთხ თვეში, პარკში ინვენტარის უმეტესობა დაზინებულია. სივრცე რამდენიმე ზონადაა დაყოფილი. მათ შორისაა საბავშვო ზონა, სადაც საქანელების უმეტესობა მწყობრიდანაა გამოსული. ფაქტობრივად, ყველა მათგანი ახლა კუსტარულადაა შეკეთებული. 


საქანელების ნაწილი კი ტერიტორიაზე აღარ ჩანს. 



აყრილია მოსასვენებელი სკამების ფილები 



როგორც ჩანს, პრობლემატურია პარკის გამწვანების საკითხიც. ახლადდარგული ბუჩქები, სავარაუდოდ, მხოლოდ წვიმის იმედადაა დარჩენილი.



მარნეულის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე ონკანია განთავსებული, თუმცა წყალი არცერთში არ მოდის 



როგორც ჩანს, გაზონის მოსარწყავად წყალი გაყვანილია, თუმცა ასაფალტი უფრო "ირწყვება"


თვითნებურადაა წარწერები გაკეთებული საბავშვო ატრაქციონებსა და მოსასვენებელ სკამებზე



დაზიანებულია წარწერა "მე მიყვარს მარნეული". 



გატეხილია რამდენიმე  "აიწონა-დაიწონა" 



მარნეულის პარკების მოვლა-შენახვაზე პასუხისმგებლობას  შპს "სუფთა მარნეული" იღებს.  როგორ აღმოჩნდა, აღნიშნულს კომპანიას მარნეულის ცენტრალური პარკის მოვლა-შენახვის ვალდებულება ჯერ კიდევ არ გადასცემია. შპს "სუფთა მარნეულის" ხელმძღვანელი ლერი მუმლაძე ამბობს, რომ მათი ჯგუფი სამუშაოებს ადგილზე ვერ ახორციელებს. ერთადერთი დახმარება, რაც ამ პარკს გაუწიეს, მწყობრიდან გამოსული საქანელების დასაწყობებაა. 

"ეგ პარკი ჯერ ჩაბარებული არ გვაქვს, ვერ მივიღეთ . ინფრასტრუქტურა ექსპერტიზაზეა გაშვებული და ველოდებით როდის გადმოგვცემენ. როდესაც ტერიტორია მოუწყობელი იყო, მაგას ვასუფთავებდით ხოლმე. ხუთი ცალი საქანელა ჩამოწყვიტეს და მშენებელმა მთხოვა შემენახა, გასარემონტებელია. მშენებელი მოდის ხვალე და ალბათ, ყველა სამსახური ავალთ იქ და გავარკვევ რა ხდება"
- თქვა ლერი მუმლაძემ 



თუ რატომ არ გადაეცა ამ დრომდე პარკის მოვლა-შენახვის ვალდებულება შპს "სუფთა მარნეულს" ამის გასარკვევად ჩვენ მერიაში დავრეკეთ. უწყებაში განმარტავენ, რომ საკთხზე მერის მოადგილეს, ლაშა ლობჯანიძეს უნდა დავუკავშრდეთ ან ოფიციალური წერილი მივიწეროთ. როგორც ჩანს, წერილით მიმართვა მოგვიწევს, ლაშა ლობჯანიძე ჩვენს ზარებს ამდრომდე  არ პასუხობს. 

აღსანიშნავია, რომ მარნეულში მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“-ის რეაბილიტაციისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები შპს „ინტერტექნოლოგმა“ ორ ეტაპად, 1 092 328 ლარად შეასრულა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები