მარნეულში ზურაბ ჟვანიას სკოლას გერმანიის ელჩი ესტუმრა
დღეს, 7 ივლისს, გერმანიის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნირში სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელობის სახელმწიფო ადინისტრირების სკოლის მარნეულის რეგიონულ სასწავლო ცენტრს ესტუმრა. მან ქართული ენის სწავლება მნიშველოვნად შეაფასა.

„მე ვიცი, რომ ამ რეგიონში ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები. გავიგე, რომ მათ შეუძლიათ მუშაობა საჯარო მმართველობაში და ეს სკოლა ძალიან დიდ საქმეს აკეთებს იმ მხრივ, რომ მათ სთავაზობს არამარტო განათლებას ამ სფეროში, არამედ ენობრივ კურსებს აიმაღლონ თავიანთი ენის ცოდნა და შემდეგ შეძლონ უკეთესად მუშაობა და უკეთესი სამსახური ნახონ საჯარო მმართველობაში. ყველას მივესალმები ვიც ქართულ ენას სწავლობს, მეც ვსწავლობ ქართულ ენას და ვიცი რამდენად ძნელად სასწავლი ენაა, მაგრამ ძალიან ლამაზი ენაა ქართული“

შეხვედრაზე ჟვანიას სკოლის დირექტორმა , ქეთევან ჯაყელმა ისაუბრა სკოლაში მოქმედი პროგრამებისა და დისტანციური სწავლების პროცესის შესახებ.

„ელჩი გაეცნო იმ პროგრამებს, რა პროგრამებსაც ჩვენ ვთავაზობ ეროვნული უმცირესობის წარმოადგენლებს. კერძოდ, საუბარია სახელმწიფო ენიისა და ინტეგრაციის მხარდამჭერ პროგრამაზე. ასევე გავაცანით საჯარო მოხელეებისთვის ჩვენთან არსებული პროგრამები, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებში უნარებისა და ცოდნის განვითარებას იმისთვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე რეფორები წარმატებულად განორციელდეს“ - გვითხრა ქეთევან ჯაყელმა.

ზურაბ ჟვანიას სკოლიაში გამართლ შეხედრას ასევე ესწრებოდა მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი, ქვმო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის პროგრამების ხელმძღვანელი ფრიდრიკე როხვასკი.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები