სიახლე
ნაგვის დაყრისთვის მოქალაქეები ორმაგად ან სამმაგად დაჯარიმდებიან
ნაგვის დაყრისთვის ორმაგად ან სამმაგად დაჯარიმდებით. პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები ნარჩენების მართვის კოდექსში, რომელიც ნაგვის დაყრისთვის ჯარიმების გაზრდას გულისხმობს. შეიძლება ითქვას, რომ მარნეულში თითქმის ყველა ქუჩაზე დაინახავთ ღიად დაყრილ ნარჩენებს. სიტუაცია კიდევ უფრო რთულადაა სხვადასხვა კვების ობიექტებთან თუ სავაჭრო დაწესებულებებთან.

მარნეულში მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ საჯარიმო სანქციების გატარება აუცილებელია, თუმცა ეს ყველაფერი ადამიანების თვითშეგნებაზეცაა დამოკიდებული.

„ადამიანს თვითშეგნება თუ არ აუმაღლდა, ჯარიმა არ უშველის“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი

„ძალიან კარგი კანონია, რომ იყოს სიკოხტავე და სისუფთავე. ჩვენს ქალაქსაც მოუხდება და საზოგადოებაც ნორმალურად გაივლის. ამაზე ორმაგად უნდა ჯარიმდებოდეს ხალხი ნარჩენები რომ აღარ დაყარონ გზაზე. არაერთხელ დამინახავს ნაგავს რომ ისვრიან ქუჩაში და შენიშვნაც არაერთხელ მიმიცია“ - გვითხრა ხიხანში მცხოვრებმა მერი გორგილაძემ

„საჯარიმო სანქციები უნდა იყოს, თუმცა ძალიან მაღალი არა. იურიდიულ პირზე ან მანქანიდან ნაგვის გადაყრაზე, სხვა ჯარიმა შეიძლება იყოს, მაგრამ, მოქალაქე თუ რამეს დააგდებს, უნდა იყოს სამი ლარიდან ათ ლარამდე ჯარიმა, რომელსაც გადაიხდის კიდეც და მოერიდება კიდეც გადაყრა. თვითშეგნებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ყველა ამას ვერ აცნობიერებს და ამიტომაა ჯარიმები საჭირო. რომ ეცოდინება, რომ ჯარიმდება, ერთ ორ ნაბიჯს გადადგამს და ნაგვის ურნასთან მივა და ჩააგდებს“ - გვითხრა მურთაზ მალაზონიამ


სახლიდან ან სხვა შენობიდან 2 კილოგრამზე მეტი ნაგვის გადმოყრისთვის 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარით დაჯარიმდებით.

თუ ორ კილოგრამზე ნაკლებ ნარჩენებს კერძო მანქანიდან გადმოყრით, მძღოლი დაჯარიმდება, ხოლო თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან — თქვენ. ორივე შემთხვევაში ჯარიმა აქამდე 120 ლარი იყო და ახლა 250 ლარი გახდა. ორი ან ორ კილოზე მეტი ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკურ პირებს 150 ლარის ნაცვლად 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებთ, ხოლო იურიდიულ პირებს 1000 ლარის ნაცვლად, 1500. გაიზარდა ჯარიმები სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენების დაყრაზეც.

კანონში ნათქამია ისიც, რომ ნარჩენები სპეციალურ ურნებში დანიშნულებისამებრ უნდა განვათავსოთ, თუმცა პასუხისმგებლობა არ გავრცელდება იმ დასახლებულ ტერიტორიებზე, სადაც არ ფუნქციონირებს ნარჩენების ამგვარად შეგროვებისა და გატანის სისტემა.

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია