სიახლე
მარნეულის ზედამხედველობის სამსახურმა, დაახლოებით შვიდ თვეში, 56 სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა, დაახლოებით შვიდ თვეში, 56 სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჩვენ ოფიციალური წერილის სახით მივიღეთ. როგორც წერილში წერია, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე, ადმინისტრაციულ და სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოვლენილია 19 უნებართვო მშენებლობა, ხოლო სანებართვო პირობების დარღღვევის 37 ფაქტი. ჯამში საჯარიმო თანხა შეადგენს 56 800 ლარს.

ჩვენს მიერ გაგზავნილ წერილში ვითხოვდით დაეკონკრეტებინათ თითოეული ჯარიმის ოდენობა, თუმცა მერიამ არასრული ინფორმაცია მოგვაწოდა.

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია