"წითელ ხიდზე" აზერბაიჯანის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა
დღეს, 16 ივლისს, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე, წითელ ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა აზერბაიჯაინის მხარდაჭერად აქცია გაიმართა.
აქციის მიზანი ბოლო დღეებში აზერბაიჯანი-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე თოვუზიზ რაიონის მიმართულებით მომხდარი დაპირისპირებაა. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლები აზერბაიჯანს უცხადებენ მხარდაჭერას. ისინი ამბობენ, რომ ყარაბაღის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის განთავისუფლებისათვის მზად არიან. აქციის დროს მონაწილეები სკანდირებდნენ "ყარაბაღი აზერბაიჯანისაა", "შეჰიდები არ კვდებიან, სამშობლო არ იყოფა".

აქცია მშვიდად ჩატარდა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google