შერიგების მინისტრი მარნეულის მერიაში შეკრებილებს ხშირ კომუნიკაციას დაჰპირდა
დღეს, 18 სექტემბერს, მარნეულს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ესტუმრა. ახლადდანიშნულმა მინისტრმა მერიის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა გამართა. შეხვედრის ძირითადი დამსწრეები, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები და არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ.

თეა ახვლედიანმა საკუთარი თავი წარადგინა და სამომავლო თაამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. გაცნობთი ხასიათის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ისაუბრეს როგორც ინტეგრაციის მნიშვნნელობაზე, ასევე განათლების ხელმისაწვდომობაზე. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერიაში შეკრებილებს ხშირ კომუნიკაციას დაჰპირდა.

ოფიციალური კომენტარი თეა ახვლედიანს მედიასთან დღეს არ გაუკეთებია.

თეა ახვლედიანი აღნიშნულ პოსტზე 2020 წლის 6 აგვისტოს დაინიშნა და მან, ქეთევან ციხელაშვილი შეცვალა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები