რა დარღვევები დააფიქსირეს დამკვირვებლებმა მარნეულში
#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს არ ეძლევა უბანზე გადაადგილების შესაძლებლობა.
COVID-19 რეგულაციებთან დაკავშირებული დარღვევები

  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბანზე 8-დან 11 საათამდე მოსულ ამომრჩეველს ტემპერატურას უზომავდნენ, თუმცა დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ შეწყვიტეს.
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრი უგულებელყოფენ პირბადის ტარების სავალდებულო წესს. გაფრთხილების მიუხედავად, ისინი მაინც აგრძელებენ საარჩევნო უბანზე პირბადის გარეშე ყოფნას.

მომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები

  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #81 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა და რეგისტრატორმა ხელი მოაწერეს სხვა ამომრჩევლის გრაფაში.
ISFED-ის ინფორმაციით, სხვადასხვა უბნებზე ასევე დაფიქსირდა წილისყრის წესის დარღვევა, COVID-19-ის რეგულაციების დარღვევა, არაუფლებამოსილი პირის ყოფნა უბანზე, საარჩევნო ყუთის ლუქის დაკარგვა, მარკირების წესის დარღვევა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს.

მარნეულის #5 უბანზე საიას დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სხვა დამკვირვებელმა, რომელიც არის ორგანიზაციის „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო საზოგადოება” დამკვირვებელი. საიამ დაწერა საჩივარი და მოითხოვა ამ დამკვირვებლის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლი

Print ელ. ფოსტა
თეგები: არჩევნები 2020
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები