ხვალიდან მარნეულის ყველა სკოლა სწავლებას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს
13ნოემბრიდან, მარნეულის ყველა სკოლა დიატანციური სწავლების რეჟიმზე გადადის.
ინფორმაცია მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ქენან ომაროვმა დაგვიდასტურა. მისი თქმით, გადაწყვეტილება კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო მიიღეს.

"საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით,მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სკოლა გადავა სწავლების ონლაინ რეჟიმზე"

ომაროვი ამბობს, რომ ჯერ არ იცის თუ რა ვადით მოუწევთ სკოლების დახურვა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, დისტანციურად მხოლოდ ქალაქ მარნეულში არსებული სკოლები სწავლობდნენ.

გარეკანის ფოტო: ზვიად ფიფია
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები