ქუთლიარს სოფლის ექიმი თებერვლიდან ეყოლება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარს სოფლის ექიმი თებერვლიდან ეყოლება. როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარებს ცენტრში გვითხრეს, ადგილობრივი კადრი უკვე შეირჩა და უფლრბამოვალეობის შესრულებას თებერვლის თვიდან შეუდგება.

ქუთლიარის ამბულატორიაში თითქმის ერთი წელია, რაც მოსახლეობას სოფლის ექიმი არ ჰყავს. უექიმობამ  ბევრი პრობლემა შექმნა მითუმეტეს პანდემიის პერიოდში, როდესაც უბნის ექიმს ადამიანის ჯანმრთელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აკისრია.

აღნიშნულ თემაზე რადიო „მარნეულა“ არაერთხელ მოამზადა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მაშტაბით 84 სოფელია, სადაც მხოლოდ 13 ამბულატორია ფუნქციონირებს, ოჯახის ექიმების რაოდენობა კი 42-ია.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები