მარნეულში ამერიკული კუთხე გაიხსნება
22 აპრილს, 13:30 საათზე,  მარნეულის ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში, ამერიკული კუთხის გახსნის ღონისძიება გაიმართება.
ამერიკული კუთხე, რომელიც განთავსდება  მარნეულის ბიბლიოთეკაში, იქნება მცირე ამერიკული სტილის საზოგადოებრივი ცენტრი. ამერიკული კუთხის საქმიანობა პარტნიორობაზე იქნება აგებული და მისი მიზანი იქნება– ხელი შეუწყოს ურთიერთგაგებას და თანამშრომლობას ქართველ და ამერიკელ ხალხებს შორის. კუთხე ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ნებისმიერი ასაკის მოქალაქისთვის.

რას გვთავაზობს ამერიკული კუთხე?

გაიუმჯობესე ინგლისური ენის ცოდნის დონე.
  • გაიგე მეტი ამერიკისა და ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლების შესაძლებლობის შესახებ.
  • დაესწარი საინტერესო საჯარო პროგრამებს ინგლისურ და ქართულ ენებზე.
  • გაიგე მეტი ამერიკულ საზოგადოებასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე.
  • მიიღე თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება.
  • მიიღე წვდომა სხვადასხვა დასახელების წიგნებთან და აუდიო ვიდეო მასალასთან.გამოიყენე სივრცე შენი იდეებისა თუ პროექტების რეალიზებისთვის.
  • გაიცანი თანამოაზრე ადამიანები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები