როდის დასრულდება მარნეულის სკოლებში სასწავლო პროცესი
მარნეულის მუნიციპალიტეტი საჯარო სკოლებში 2020-2021 საწავალო წელი მეთორმეტე კლასელებისთვის ოფიციალურად 20 მაისს, პირველკლასელებისთვის 27 მაისს, ხოლო სხვა დანარჩენი მოსწავლეებისათვის 15 ივნიის სრულდება. ინფორმაცია მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში დაგვიდასტურეს და აშნიშნეს, რომ მეთორმეტე კლასელებს „ბოლო ზარის“ ჩატარება დღეს, 19 მაისსაც შეეძლოთ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, 17 მაისს სკოლებს კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართა, რომელიც, სასწავლო პროცესის დასრულებასთან ერთად, უკავშირდება ბოლო ზარის, ასევე ექსკურსიებისა და ბანკეტების მოწყობის საკითხს.

რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები