„ვესთმენი და ბაბულიკი“ - ანიმაცია და კომიქსი კორონავირუსზე მითების გასაქარწყლებლად
Covid-19-თან დაკავშირებული, საზოგადოებაში გავრცელებული, მითების გასაქარწყლებლად ანიმაცია და კომიქსი „ვესთმენი და ბაბულიკი“ შეიქმნა.

მარნეულში კომიქსებისა და ანიმაციების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში ანიმაციების 4 სერია და ადაპტირებული კომიქს ვერსიებია შექმნილი. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის პროექტის მენეჯერმა გურანდა ჭავჭავაძემ განაცხადა, რომ ანიმაციები და კომიქსები პანდემიასთან დაკავშირებული ცრუ შეხედულებების საპირისპიროდ და საზოგადოებისათვის კომპეტენტური ინფორმაციის მიწოდების მიზნითაა შექმნილი.

„ფეისბუქ გვერდია „ვესთმენი და ბაბულიკი“ სადაც შეიძლება ამ ანიმაციების ნახვა. „ვესთმენი და ბაბულიკი“ ამ ეტაპზე გაკეთდა სამ, ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, როგორც ანიმაცია, ისე კომიქსები. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვისაც ეს ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მასალების ამ ენებზე მომზადება გადავწყვიტეთ. ეს ძალიან კარგი ფორმაა, რადგან მოკლე და სწორი ინფორმაციები და მესიჯებია გაგზავნილი“ - ამბობს გურანდა ჭავჭავაძე

პროექტი „ვესთმენი და ბაბულიკი - კოვიდ 19“ სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის მიერ, ორგანიზაცია GENERATION I-თან პარტნიორობით და ბლექსი თრასთის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები