2022-23 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობისათვის მარნეულის მერიამ 1 250 000 ლარის დახარჯვას გეგმავს
მარენულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართვეობა 2022-23 წლებში
ინფრასტრუქტურული ობიექტების
სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვას 1 250
000 ლარად გეგმავს.
მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, მასში
გამარჯვებულმა კომპანიამ 2022-2023 წლებში მარნეულის ბიუჯეტით
დაფინანსებული იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი უნდა
განახორციელოს, რომელთა ღირებულებაც 50 000 ლარზე მეტია. ასევე,
კომპანიამ უნდა უზრუნველყოს 2022-2023 წელში დაწყებული და
მრავალწლიანი სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურება
სამუშაოების დასრულებამდე.
მომსახურება, ზედამხედველობა გაწეულ უნდა იქნას შემდეგ
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე:
• გზების მშენებლობა/რეაბილიტაცია;
• წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების (სისტემების)
მოწყობა/რეაბილიტაცია, (სასმელი წყლის და მასთან დაკავშირებული
ტექნოლოგიური ნაწილი, სარწყავი, სანიღვრე, საკანალიზაციო
სისტემები)’
• ხიდების მშენებლობა/რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია;
• შენობა ნაგებობების მშენებლობა/რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია;
• სკვრების/პარკების/ეზოების მოწყობა/რეაბილიტაცია;
• სპორტული მოედნების (მინი სტადიონები) მოწყობა/რეაბილიტაცია;
• გარე განათებების მოწყობის სამუშაოები;
• ელექტროსამონტაჟო სამუშაოები ;
• სარემონტო-აღდგენითი-გამაგრებითი სამუშაოები;
• ნაპირსამაგრები, საყრდენი კედელების სამუშაოები (ჰიდრო ტექნიკური
ნაგებობები).
ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო
მომსახურეობის შესყიდვისათვის ტენდერი მარნეულის მერიამ 18 იანვარს
გამოაცხადა. მასში მონწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო
წინადადებების წარდგენა 13-დან 18 თებერვლამდე პერიოდში
შეეძლებათ.
რადიო "მარნეული"