მიწისძვრის შედეგად მიყენებული დაზიანება საფრთხეს არ წარმოადგენს- საიმერლოს სკოლაში სწავლა იწყება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებიდან 23 თებერვლიდან განახლდება. რადიო ,,მარნეულთან" სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა მუმლაძემ განაცხადა, რომ სასწავლო დაწესებულება განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის ჯგუფმა შეისწავლა და დასკვნის პასუხი დღეს გახდა ცნობილი.

,,მიწისძვრის შემდეგ სკოლაში გაჩნდა ბზარები და ამიტომ განათლების სამინისტრომ გამოუშვა სპეციალური ჯგიფი, შეისწავლეს შენობა და დღეს მოვიდა დასკვნა, რომ შენობა საფრთხის
შემცველი არარის. ჩვენ სწავლა უნდა განგვეახლებია ორი მარტიდან, თუმცა ამ დასკვნის შემდეგ სწავლას ხვალიდან განვაახლებთ".
-განაცხადა ლელა მუმლაძემ

13 თებერვალს, 22:25 საათზე, დმანისში, სოფელ სამებასთან, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა მარნეულშიც, რის შედეგადაც საიმერლოს საჯარო სკოლის შენობას ბზარები გაუჩნდა და საგანმანათლებლო დაწესებულება ონლაინ სწავლებაზე გადავიდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები