მარნეულში სარწყავი არხების წმენდითი სამუშაოები მიმდიდნარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობს , როგორც რადიო ,,მარნეულთან", საქართველოს მელიორაციის, ხრამი-დებედას სერვისცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე შუკაკიძე აცხადებს, ამ ეტაპზე წმენდითი სამუშაოები აღმამედლოსა და კასუმლოს ზონაში მიმდინარეობს და აღნიშნულ სოფლებს სამუშაოების გამო მინიმალური სარწყავი წყალი მიეწოდება.

,,ამ ეტაპზე მუშაობს ორი ერთეული მძინე ტექნიკა, რამდენიმე სოფელში, ასევე მომავალი კვირიდან დავიწყებთ შულავრისა და სადახლოს ტერიტორიულ ერთეულებში და
შემდეგ დაგეგმილი გვაქვს ალგეთის ზონაში სამუშაოების დაწყება. პირველ რიგში ვასრულებთ იმ სამუშაოებს, რაც მოსახლეობას პრობლემას უგვარებს. დეკემბრის თვიდან კონტრაქტორი ფირმები სამუშაოებს აწარმოებენ წერეთლის, ხრამ-არხისა და ლომთაგორის არხების ტერიტორიაზე".
-განაცხადა შუკაკიძემ

როგორც მელიორაციის სამსახურის, მარნეულის სერვისცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, დაიწყება ქალაქ მარნეულის გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე არხის წმენდითი სამუშაოები, მათივე განმარტებით, აღნიშნული არხი ყოველ წელს არის კატასტროფულად დაბინძურებული და მოსახლეობას მოუწოდებს დანაგვიანებისგან თავი შეიკავონ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები