რა შემთხვევაში ხვდება კოვიდინფიცირებული ბავშვი კლინიკაში და რამდენი ბავშვი მკურნალობს მარნეულის კლინიკებში
მარნეულის სამ კლინიკაში 16 კოვიდინფიცირებული ბავშვი მკურნალობს. როგორც რადიო მარნეულს სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებმა განუცხადეს ბოლო პერიოდში კორონავირუსის შეთხვევებმა მოიკლო. ავერსის კლინიკის პედიატრიული განყოფილების უფროსის, მედიცინის დოქტორისა და პროფესორის ილონა ხიზანეიშვილის განმარტებით, სამდიცინო დაწესებულებაში დღეის მდგომარეობით შვილი ბავშვი გადის კურნალობას.

,,კოვიდინფიცირებულ ბავშვებს ვაწვენთ იმშემთხვევაში, თუ არის პნევმონია, დაბალი სატურაცია, ქრონიკული დაავადებები, ღებინება, ნევროლოგიური პრობლემები, სიმსუქნე ან შაქრიანი დიაბეტი, ვარინგიტი, ბრონხოსპაზმი,
ასევე თუ ბავშვი წლამდე ასაკისაა. თუ მძიმე არარის ბავშვის მდგომარეობა, ვამისამართებთ ოჯახის ექიმთან, საერთოდ კი კლინიკაში 20 საწოლია გამოყოფილი კოვიდინფიცირებულ პაციენტებზე".
- განაცხადა ხიზანეიშვილმა

შვიდი კოვიდინფიცირებული წევს მარნეულის ბავშვთა პედიატრიულ კლინიკაში, და ორი წლამდე ასაკის ბავშვი კლინიკა ადიკში. სამედიცინო დაწესებულებებში განმარტეს რომ რამდენიმე დღეა კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობამ იკლო.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 41 ადამიანი


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები