წყლით სავსე სარდაფი და დაზიანებული ელექტრო ენერგიის ბოძი - რუსთაველის N33 კორპუსში პრობლემებს შეისწავლიან
ქალაქ მარნეულის რუსთაველის ქუჩაზე, N33-ში კორპუსის მაცხოვრებლები, უკვე წლებია პრობლემებზე საუბრობენ. ნანა ჩუბინიძე, რადიო ,,მარნეულთან" ყვება, რომ კორპუსის სარდაფები წყლით სავსეა, რადგან მილები ძველია. ამბობს, რომ შესაძლოა ამის გამო, ბინა ჩამოიშალოს. ასევე გვიყვება ეზოში განთავსებულ ელექტრო ენერგიის ბოძზე, რომელიც საფრთხის შემცველია.

,,ეს კორპუსი ჩაიძირება ისეთი მდგომარეობაა სარდაფში. 75 წელს შესახლდა ხალხი და იმ დროიდან მილები არ
გამოცვლილა. მთავარი ძაბვა გადის ეზოში, ონკანთან ახლოს დგას ბოძი და წაქცევაზეა, დარეკილი მაქვს ბევრჯერ, განცხადებაც გვაქვს დაწერილი კორპუსის მაცხოვრებლებს პრობლემებზე, დაახლოებით ორი წელი იქნება, ბოძს სამაგრი რკინის ერთი დამჭერი აქვს მოხსნილი და ყანყალებს, შესაძლოა წაიქცეს და ავტოფარეხებს დაეცეს, აქ ბავშვები ხშირად თამაშობენ, არის შესაძლებელი რამე მოხდეს?! თვითონ კორპუსს რაც შეეხება, ამოშენებულია სარდაფების საჰაეროებიც, არ ნიავდება და ჩამოშლის რისკი არის დიდი".
- ამბობს ჩუბინიძე

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის პიარის სამსახურის უფროსმა დავით ჭიკაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემის შესახენ ინფორმაცია არ ჰქონიათ და კორპუსის მაცხოვრებლებმა მერიას განცხადებით უნდა მიმართონ.

,,ელექტრო ბოძის პრობლემა მერიას არ ეხება ამიტომ უნდა მიმართონ ენერგო-პრო ჯორიას, რაც შეეხება დანარჩენ პრობლემებს, ამ საკითხის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, მე ვესაუბრე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს და მითხრეს ოთხშაბათს ადგილზე ნახავენ. საკანალიზაციო სისტემა მთლიანად უნდა გამოიცვალოს სამომავლოდ, კონკრეტული დრო არ გვაქვს მაგრამ გამოიცვლება".- თქვა ჭიკაძემ


რუსთაველის ქუჩის N33-ში კორპუსის ეზოში, დაზიანებული ელექტრო ბოძის შესახებ, კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიას სათაო ოფისის პიარის სამსახურის წარმომადგენელი, ავთო დვალიშვილი აცხადებენ, რომ აღნიშნულ ადგილზე სამუშაოები არის გართულებული, რადგან ძალიან ახლოსაა სადენები სახლებთან და ფარეხებთან. დვალიშვილის თქმით პრობლემა აუცილებლად მოგვარდება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები