მარნეულის ორ კლინიკაში, 34 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს
მარნეულის ორ კლინიკაში, 34 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მარნეულის ავერსის კლინიკის მენეჯერის, მანანა კაპანაძის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებაში სულ 24 პაციენტია მოთავსებული.

,, თერაპიაში გვყავს 14 პაციენთი რომელთაგანაც ცხრა არის ბავშვი, ხოლო რეანიმაციაში 14 პაციენტი, უნდა ღინიშნოს, ჩვენთან კოვიდინფიცირებული პაციენტები საქართველოს ყველა რეგიონიდან მოდიან".- განაცხადა კაპანაძემ

კიდევ ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, მარნეულის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში აცხადებენ, რომ დღეის მონაცემებით
სულ 6 პაციენტი გადის მკურნალობას .კლინიკის კლინიკური დირექტორის, ტატა შენგელაიას განმარტებით კორონავირუსი დღის განმავლობაში ერთ ან ორ ადამიანს უდასტურდება.

,,შემთხვევებმა მკვეთრად მოიკლო. რეანიმაციაში გვყავს ორი პაციენტი და თერაპიაში ოთხი. რეანიმაციაში მოთავსებული პაციენტები ძირითადად თანმხლები დაავადებით ან ხანდაზმულები არიან".- ამბობს შენგელაია

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 783 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 5 450 პირი, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები