საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ სწავლა მარნეულის ყველა სკოლაში განახლდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები, საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ სწავლას, 15 მარტს განაახლებენ , ამის შესახებ რადიო ,,მარნეულთან" რესურსცენტრის წარმომადგენელმა ირმა დავაძემ განაცხადა, მისივე თქმით სკოლებში კორონავირუსის შემთხევები არ დაფიქსირებულა და ამიტომ სწავალა მარნეულის ყველა სკოლაში საკლასო ოთახებიდან განახლდება.

,,არდადეგების დაწყების წინ, მხოლოდ ერთ სკოლაში დაფიქსირდა კორონავირუსის სამი
შემთხვევა და სამი კლასი იყო ონლაინ სწავაზე გადასული. სრულად ონლაინ აცერთისკოლა არ სწავლობდა".
- განაცხადა დავაძემ

მარნეულის მუნიციპალიტეტში სულ 74 საჯარო და ორი კერძო სკოლა ფუნქციონირებს. საგაზაფხულო არდადეგები სასწავლო დაწესებულებებში 8 მარტს დაიწყო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები