მარნეულელი მოკრივე ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
მარნეულელი მოკრივე, გიორგი ჟორჟოლიანი, ქალაქ ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ამის შესახებ რადიო ,,მარნეულთან" მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორმა, მამუკა ნავერიანმა ისაუბრა, მისი თქმით ჩემპიონატი 11 მარტს დაიწყო და 24 მარტამდე გაგრძელდება.

,,შეჯიბრზე საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლამდე ასაკის სპორტსმენები იმყოფებიან. გიორგი ჟორჟოლიანს პირველი ორთაბრძოლა 15 მარტს 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში ექნება, მე მას წარმატებას ვუსურვებ".- სპორტული სკოლის ხლმძღვანელმა

ნავერიანის თქმით გიორგი ჟოჟოლიანი აღნიშნული სპორტით ბავშვობიდანაა დაკავებული, იგი ორჯერ საქართვეოს ჩემპიონი გახდა და ერთჯერ ევროპის მესამე ადგილოს პრიზიორი.
ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებთან ერთად გაემგზავრნენ: საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური და ვიცე-პრეზიდენტი ბაკურ გოგოჭური.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები