დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო
დღეიდან საქართველოში პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო და 26 მარტის ჩათვლით გაგრძელდება , l ეტაპზე დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები. მარნეულის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის წარმომადგენელი, ირმა დავაძე რადიო ,,მარნეულთან" აცხადებს, რომ პრცესი ონლაინ ხდება და ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი პირველკლასელია დარეგისრტირებული.

,, მულტიდისციპლინალური გუნდი აფასებს, ან დატოვებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად შეფასებულს სკოლაში, ან არა. ჯერ არ ვიცით,
ამ ეტაპისთვის, რამდენი ბავშვი დარეგისტრირდა, რადგან ეს პროცესი ონლაინ ხდება და ამის მონიტორინგს ვერ ვახდენთ".
- განაცხაა დავაძემ

II ეტაპი – მეორე ეტაპზე რეგისტრაცია 2 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:
და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში;
მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია;
ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია - 17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge.
რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

IV ეტაპი – 28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მარნეულის რესურსცენტრში აცხადებენ, რომ ყოველ წელს მუნიციპალიტში 1 700- 1 800 პირველკლასელი რეგისტრირდება.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები