მარნეულის მუნიციპალიტეტში ხეების გადაბელვითი სამუშაოები მარტის ბოლომდე გაგრძელდება
მარნეულის მუნიციპალიტეტში ხეების გადაბელვითი სამუშაოები მარტის ბოლომდე გაგრძელდება. ამის შესახებ რადიო ,,მარნეულთან" მარნეულის ,,ააიპ სუთა მარნეულის" ხელმძღვანელმა ლერი მუმლაძემ განაცხადა, მისი განმარტებით სამუშაოები, რამდენიმე დღის წინ ჯანდარის მასივის მიმდებარედ დამთავრდა, სადაც ხეების გახვლა მიმდინარეობდა.

,, შემოდის განცხდებები ჩვენთან, ზოგგან ხეების გადაბელვა ან გასხვლა, ზოგგან კი მოჭრაა საჭირო. დღეს დილიდან ჩვენი სამსახური მუშაობს სოფელ საიმერლოში. ამ პროცესის შედეგად
მიღებული შეშა, სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ნაწილდება. დეკემბრიდან მოყოლებული თითო ოჯახს, ორ კუბურ მეტრ შეშას ვაძლევთ, ხოლო ნარჩენები ნაგავსაყრელზე მიგვაქვს".
- განაცხადა ლერი მუმლაძემ

სუფთა მარნეულში აცხადებენ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ხეების გასხვლა-გადაბელვითი სამუშაოები ყოველ წელს დაახლოებით დეკემბერში იწყება და მარტის ბოლომდე გრძელდება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები