მარნეულში ,,ეთნიკური უმცირესობათა თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრი“ გაიხსნა
მარნეულში გამსახურდიას N4, საერთო სამოქალაქო მოძრაობა ,,მრავალეროვანი საქართველო" ევროპის კომისიის ფინანსური მხარდაჭერით, ეთნიკური უმცირესობების სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის პროგრამის პარგლებში, ,,ეთნიკური უმცირესობათა თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრი" გაიხსნა.

ცენტრი მოიცავს მოსახლეობის უფასო სამართლებრივ დახმარებას სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დასაცავად. სადაც შესაძლებელია ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენებზე, ხელმისაწვდომი ინფორმაცია სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამების შესახებ. ცენტრში მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება უფასო კონსულტაციეიბი მიიღონ, ბიზნეს გეგმების,
საპროექტო და სატენდერო დოკუმენტის მომზადებაში. ცენტრის ერთ-ერთი იურისტი, აიჰან ჰასანოვი აცხადებს, რომ ქვემო ქართლში აღნიშნული ორგანიზაციის ოფისი მარნეულსა და გარდაბანშია გახსნილი.

,,არის სამართლებლივი კონსულტაციები და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოში წარმომადგენლობა, ასევე მოსახლეობა, რომელიც სოფლის მეურნეობით ან მცირე ბიზნესითაა დაკავებული, ჩვენთან შეუძლია კონსულტაციების გავლა, ვეხმარებით მათ, მაგალითად თუ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან სხვა დონორების მხრიდან გამოცხადდება კონკურსები და მოქალაქეს სურს მასში მონაწილეობის მიღება, ჩვენ ვეხმარებით პროექტის დაწერაში. ასევე შეიძლება სამართლებრივი კონსულტაცია, ჩვენ მოქალაქეებს ვარკვევთ სიტუაციაში ვაძლევთ სამართლებრივ კონსულტაციას".- ამბობს ჰასანოვი

,,ეთნიკური უმცირესობათა თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრი" მარნეულისა და გარდაბნის გარდა, ნინოწმინდაში და სამცხე ჯავახეთშიც გაიხსნა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები