საიმერლოში მეორე მსოფლიო ომის ახალ მემორიალს საბავშვო ბაღის მიმდებარედ დადგამენ
სოფელ საიმერლოში მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღნილ ახალ მემორიალს, საბავშვო ბაღის მიმდებარედ დადგამენ, როგორც რადიო ,,მარნეულს"  მერიაში განუცხადეს, სოფელში შენდება რიტუალების სახლი და მის ეზოში განათავსებენ აღნიშნულ მემორიალსაც.

,, საიმერლოში საბავშვო ბაღისა და რიტუალების სახლს შორის, დაიდგმება ახალი მონუმენტი ან ბარელიეფი, ჯერ ზუსტად არ ვიცით როგორი ფორმის და ზომის იქნება, როგორც სივრცე მოგვცემს საშუალებას, იმის მიხედვით გაკეთდება", -
განაცხადეს მერიაში

სოფელ საიმერლოში მეორე მსოფლიოს ომისადმი მიძღვნილი მემორიალი პირვანდელი ადგილიდან, საბავშვო ბაღის მშენებლობის გამო აიღეს და ერთ წელზე მეტხანს ხეზე იყო მიყუდებული, გადაადგილების პროცესში კი დაიშალა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები