მარნეულის საჯარო ბილიოთეკაში ესეების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში დღეს ესეების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. კონკურსი მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკისა და ამერიკული კუთხის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. ამერიკული კუთხის კოორდინატორი, მალაქხანუმ გულიევას თქმით ესეების კონკურსში მონაწილეობა VIII-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.

,, მარტი ქალთა ისტორიის დღეა და მოსწავლეების დაჯილდოების დღეს გადავწყვიტეთ, დაგვეპატიჟებინა ადგილობრივი წარმატებული ქალები, ისაუბრეს საკუთარ ბიოგრაფიაზე და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მათთვის კითხვები დაესვათ. რაც შეეხება გამარჯვებულებს,
გადაეცათ სიგელები და წიგნების მაღაზიის ,,ბიბლუსის" ვაუჩერები".
- განაცხადა გულიევამ

ესეების კონკურსის გამარჯვებული,პირველი ადგილის მფლობელი მარნეულის #5 საჯარო სკოლის მოსწავლე, მარიამ ფიფია გახდა, იგი რადიო ,,მარნეულთან" აცხადებს, რომ მსგავს კონკურსებში მონაწილეობას, მომავალშიც მიიღებს.

,,ამ კონკურსის შესახებ სოციალური ქსელიდან გავიგე და გადავწყვიტე ჩემი თავი გამომეცადა. არ ველოდი პირველ ადგილზე თუ გავიდოდი, რადგან სათანადო დროს ვერ ვუთმობდი ამ საკითხს, ამ ვაუჩერით კი აუცილებლად შევიძენ წიგნებს ბიბლუსში".- თქვა გამარჯვებულმა

ესეების კონკურსი თემაზე ,,ქალის როლი თანამედროვე სამყაროში" 18 თებერვალს გამოცხადდა, რომლის მიზანი, ქალთა მრავალფეროვანი როლის მნიშვნელობის წარმოჩენაა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები