ნოვრუზზე გაუქმებული კონცერტის თანხა უკრაინას მოხმარდება - მერია
გალა კონცერტი რომელიც 21 მარტს ნოვრუზის დღესასწაულზე უნდა გამართულიყო, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო გაუქმდა. რადიო ,,მარნეულს" მარნეულის მინიციპალიტეტის მერიაში უთხრეს, რომ კონცერტისთვის გამოყოფილი თანხა უკრაინაში გაიგზავნება.

,, რაც გასაკეთებელი იყო ყველაფერი გააკეთა კომპანიამ, ვინც ტენდერი მოიგო, გალა კონცერტისთვის თანხა, რაც იყო გამოყოფილი, ასე ვთქვათ დაიზოგა და მერის ინიციატივით მოხმარდება უკრაინელებს, უცნობია პირდაპირ თანხას გადავრიცხავთ თუ ჰუმანიტარული
სახით იქნება, რადგან ჯერ დაითვლიან და ამის მიხედვით გადაწყდება".
- განაცხადეს მერიაში


ნოვრუზის დღესასწაულის აღსანიშნავად, მარნეულის მუნიციპალიტეტი მერიამ, წელს 65 720 ლარი გამოყო, რაც წინა წელთან შედარებით თოთქმის გაოთხმაგებულია.

21 მარტს ნოვრუზის დღესასწაულზე, მერიის მიმდებარედ გამართულ ღონისძიებაზე, ცენტრალური ხელისუფლების წამომადგენლები ჩამოვიდნენ. საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები