„აწარმოე საქართველოში“ მარნეულელ მეწარმეებს ახალ პროგრამაში მონაწილებისთვის იწვევს
მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია, ,,საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის" წარმომადგენლები, ადგილობრივ მეწარმეებს შეხდნენ. ,,აწარმოე საქართველოში" იწყებს სახელმწიფო პროგრამას ,,მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა 2022" რომლის მიზანია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება, თანამედროვე სამეწარმეო პრაქტიკის დამკვიდრება. ახალი სამუშაოების შექმნა და ადგილობრივებისთვის შემოსავლის ზრდა. დღევანდელ შეხვედრაზე, ,,საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის" ერთ-ერთი წარმომადგენლი, მარიამ იმერლიშვილი, რადიო ,,მარნეულთან ამბობს",
რომ მათი მიზანია, ადგილობრივებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, საგრანტო შესაძლებლობები და ფინანსები.

,,ჩვენი ორგანიზაცია, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით ვახორციელებთ პროექტს, რომელიც გულიხსმობს სოფლად მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას. ჩვენი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების კვლევა, და მოსახლეობის გაძლიერება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მთავარი ფოკუსი არის ,,სიპას აწარმოე საქართველოშის" მიეს გამოცხადებუი კონკურსი. მომდევნო კვირებიდან უფრო აქტიურად დავიწყეთ საინფორმაცციო კამპანიას. სამი კვირა იქნება ღია განაცხადების შეტანის დრო".- თქვა მარიამ იმერლიშვილმა

ადგილობრივი მეწარმე, მევენახე-მეღვინე, სოფო ბარტყულაშვილი ამბობს, რომ მსგავსი პროექტები მუნიციპალიტეტისთვის და ზოგადად საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან წამახალისებელია მცირე და დამწყები მეწარმეებისთვის.

,,მეწარმეებს მსგავსი პროექტები, აძლევს გაცილებით მეტ სტიმულს, აკეთონ ეს საქმე, განავითარონ სხვა ეტაპებზეც, აქედან გამომდინარე, იქმნება სამუშაო ადგილები და ხდება მცირე საწარმოების განვითარება, რაც ქმნის მყარ ეკონომიკას, შემდეგ იწყება ექსპორტზე ფიქრიც და ეს მოქმედებს სახელმწიფოს ეკონომიკაზეც".- თქვა ბარტყულაშვილმა.

მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყება 2022 წლის 21 მარტს. განაცხადების მიღების პროცესი გაგრძელდება სამი კვირის განმავლობაში.

პროგრამის ფარგლებში, მხარდაჭერილია 300-ზე მეტი ეკონომიური საქმიანობა, მათ შორის წარმოებისა და მომსახურების სექტორები. ამასთან, პრიორიტეტულია შემდეგი საქმიანობები:

-ახალი ბიზნესის წამოწყება
-ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება
-იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება
-შშმ პირთა მიერ ბიზნესის წამოწყება და არსებულის გაფართოება
-სოფლად/მაღალმთიან სოფლეში ბიზნესის დაწყება/გაფართოება
-ახალგაზრდა (29 წლის ასაკის ჩათვლით) მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესის წამოწყება და არსებული ბიზესის გაფართოება
-ინტელექტუალურ სეტვისზე ორიენტირებული პროექტები
-განთავსების საშუალებებსა და ტურისტულ სერვისებზე ორიენტირებული პროექტები
-მაღალი ინკლუზიურბის მქონე სექტორზე ორიენტირებული პროექტები

ფინანსური მხარადჭერა ითვალისწინებს, პოტენციური ბენეფიციარებისთვის მიზნობრივი გრანტის გამოყოფას მაქსიმუმ 30 000 ლარის ოდენობით (საპილოტე რეგიონებში 40 000 ლარი).
პროგრამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა რეგიონში ხორციელდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები