მარნეული-თბილისის სამარშრუტო ტაქსებმა საწყვავის გაძვირების გამო შესაძლოა მუშაობა შეაჩერონ
,,თუ საწვავის ფასმა არ დაიწია, ან უფრო მოიმატა, ჩვენ შეიძლება სულ გავჩეროთ მუშაობა" ასე ესხმაურებიან მარნეული-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო ტაქსების მძღოლები, საწვავის ფასის ზრდას. შპს ,,ტრასქველის" უფროსი, ზურა ხარშილაძე, რადიო მარნეულთან ამბობს, რომ მარნეულიდან თბილისის მიმართულებით მუშაობა, გაძვირებული საწვავის ფონზე მათთვის წამგებიანია.

,,გვინდოდა მგზავრობის ფასის მომატება, მაგრამ არ გამოდის, ახალწლამდე მგზავრობა 2.50 ღირდა, სადღაც ორი თვეა ფასი მოვუმატეთ
და 3 ლარი გახდა. ხშირად წაგებაზეც ვმუშაობთ. შეიძლება სულ გავჩერდეთ, რადგან ვერ გავაძვირებთ ფასს, ისედაც ცოტა მგზავრია და ყველას დავკარგავთ. ადრე 18 მანქანა მუშაობდა დღეში, ახლა 10 ძლივს მუშაობს, პანდემიემდე დღში 800 კაცი მგზავრობდა, შაბათ-კვირას 500 კაცი, ახლა მგზავრი ძალიან ცოტაა. ეს საწვავის ფასის ზრდა, მეორე დიდი დარტყმაა ჩვენთვის. თქვეს, რომ აქციზის თანხას მოაკლებენო და თუ მართალია არაგვიშავს, ახლა უფრო ის მარშუტკები მუშაობენ, რომელიც გზეეა"
.- თქვა ხარშილაძემ

კომპანია შპს ,,ექსპრესის" მფლობელის, მანუჩარ გელაშვილის თქმით მარნეული-თბილისის მიმართულებით მოძრავი მინივენების მგზავრობის საფასური, არ გაძვირდება, რადგან ყველა მანქანა გაზზე მუშაობს.

,,ჩვენი მანქანები გაზზე მუშაობენ და თუ გაზის ფასი არ გაიზარდა, მგზავრობის ფასიც იგივე, 3 ლარი დარჩება"-თქვა გელაშვილმა.

27 მარტს მოქალაქეებმა, საქართელოში საწვავის ფასის ზრდა გააპროტესტეს, მათი მოთხოვნები საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა იყო, რაც აქციის მონაწიეების თქმით, საწვავის ფასს 80-90 თეთრით გააიაფებს. საწვავის გაზრდილი ფასი მოქალაქეებმა, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ოზურგეთშიც გააპროტესტეს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები