მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს პირველ აპრილს, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში, პატარებისთვის ღონისძიება გაიმართა , სადაც ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა, ბავშვებს ცნობილი პოეტის და მეზღაპრის, ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპარები წაუკითხეს. პატარებმა აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, კმაყოფილება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისიება თუ ხშირად გაიმართემა, მოხარულები იქნებიან.

,,ეს დღე ყოველ წელს ორ აპრილს აღინიშნება და სიმბოლურად, ჰანს კრისტიან ანდერსნის დაბადების დღეს
ემთხვევა. ამ დღეს მსოფლიო აღნიშნავს და დღეს ჩვენც ვუერთდებით საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს. ამასთან დაკავშირებით პატარები მოვიწვიეთ. ბავშვებმა ანდერსენის ზღაპრების მიხედვით, ჩამოთვალეს ანიმციებიც. ღონისძიების ერთი ნაწილი დავუთმეთ უკრაინულ ზღაპრებს,  გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა და თანადგომა უკრაინელი ბავშვების მიმართ, ასევე მათ მივულოცეთ დღევანდელი დღე"
- თქვა საჯარო ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა

,,დღეს ,,მახინჯი იხვის ჭუკი წაგვიკითხეს", ძლიან საინტერესო ზღაპარია, მე მინდა კიდევ იყოს მსგავსი ღონისძიებები, რადგან ბვშვები ზღაპრებით იგებენ კარგს და ცუდს, ასევე იგებენ, როგორ უნდა გავაკეთოთ სიკეთე". - თქვა ილია გოგოჭურმა

ორი აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე, 1967 წლიდან აღინიშნება და ემთხვევა ცნობილი პოეტის და მეზღაპრის, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს.
ამ დღეს ცნობილი პოეტები, მეზღაპრეების და ილუსტრატორები სხვადასხვა ქვეყანას სტუმრობენ, მართავენ ბავშვებთან შეხვედრებს და უწევენ წიგნებს პოპულარიზაციას.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები