მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სარწყავ წყალს დღეს გაუშვებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს მეურნეებს, სარწყავი წყლის პრობლემის გამო, ჩითილები უფუჭდებათ. როგორც ადგილობრივი ფერმერები, რადიო ,, მარნეულთან" ამბობენ, კომბოსტოს ნერგი ღია გრუნტზე წინა კვირას უნდა გადაეტანათ. წყლის პრობლემა საიმერლოს გარდა სოფელ წერეთელში, ქუთლიარში, ბაიდარში,  და სხვა მიმდებარე სოფლებშიც არის.

,,ნაწილი რამდენიმე დღის წინ გდავიტანე, მაგრამ წყალმა ძლიან გამაწვალლა, ახლა უკვე დროულად თუ არ გადავიტან, ნერგი გაფუჭდება. ძვირადღირებული
თესლი მაქვს დათესილი, ამდენი ფული დავხარჯე, თან სათბურში ამის გათბობისთვის ღამეები ვათენე. ეს ნაწვალები გამიფუჭდება. ის მაინც თქვან, როდის იქნბა წყალი, რომ ვიცოდეთ".
-ამბობს მეურნე.

,, მთელი ზამთარი, ჩითილების გამოყვანას ვუნდებით იმ იმედით, რომ გაზაფხულზე ნერგი შედარებით დიდი ფართობში გადავიტანოთ და მოვრწყოთ. რამდენიმე დღეა წყალს ველოდები, იქნებ მალე გამოუშვან რომ ჩვენი შრომა წყალში არ ჩაიყაროს".-



საქართველოს მელიორაციის, ხრამი-დებედას მარნეულის სერვისცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე შუკაკიძე, რადიო ,,მარნეულთან" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ სარწყავი წყალი, სარემონტო სამუშაოების გამო იყო დაკეტილი და მოსახლეობას დღეიდან მიეწოდება.

,,გუშინ გვქონდა საუბარი ხელმძღვანელობასთან, დღეიდან იქნება სარწყავი წყალი. სარეაბილიტაციო სამუშაობი მიმდინარეობდა, სოფელ ცურტავთან (ქოლაგირთან) და შევაჩერეთ, რადგან წყალი მიგვეწოდბინა მეურნეებისთვის".-ამბობს შუკაკიძე

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებშიმოსახლეობის დიდი ნაწილი, სოფლის მეურნეობით არის დაკავებული და სწორედ ახლაა პერიოდი, როცა ბოსტნეულის გადატანა, ღია გრუნტზე აქტიურად მიმდინარეობს და ამიტომ ადგილობრივებისთვის, სარწყავი წყალი მნიშვნელოვანია.






Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები