რა ეტაპებს გადის ბიზნეს იდეა „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში
დღეს 4 აპრილ, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაცია, ,,საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის" წარმომადგენლებმა , ადგილობრივ მეწარმეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. ,,აწარმოე საქართველოში" იწყებს სახელმწიფო პროგრამას ,,მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა 2022" რომლის მიზანია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება, თანამედროვე სამეწარმეო პრაქტიკის დამკვიდრება. ახალი სამუშაოების შექმნა და ადგილობრივებისთვის შემოსავლის ზრდა.
დღევანდელ შეხვედრაზე, ,,საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის"
ერთ-ერთი წარმომადგენლი, მარიამ იმერლიშვილი, რადიო ,,მარნეულთან ამბობს", რომ მათი მიზანია, ადგილობრივებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, საგრანტო შესაძლებლობები და ფინანსები. მისი განმარტებით დღევანდელი შეხვედრის მიზანი მოსახლეობის ინფორმირებულობა და პროგრამის მიმართ ცნობიერების ამაღლებაა.

,,წინა შეხვედრა, რომელსაც აგრეთვე საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრმა უმასპინძლა, უფრო მეტად იყო კვლევით კომპონენტზე ორიენტირებული და ჩვენს მიზანს ადგილობრივი მეწარმეების საჭიროებების კვლევა და ასევე ადგილობრივი ბიზნეს გარემოებების შეფასება წარმოადგენდა. დღევანდელ შეხვერდას ვატარებთ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში და მიზანი, ,,აწარმოე საქართველოშის" მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა დაინტერესებულ პირებში. ვაცნობთ მათ როგორ მიმდინარეობს რეგისტრაციის პროცესი და რა ეტაპებს გადის მათი ბიზნეს იდეები საბოლოო გამარჯვებამდე".-ამბობს მარიამ იმერლიშვილი

როგორც პროექტის კოორდინატორი აცხადებს ,ქვემო ქართლში შეხვედრები რამდენიმე მუნიციპლიტეტში გამართეს და მარნეულში ამის გარდა ერთი შეხვედრა დარჩათ ჩასატარებელი.

მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა 2022 წლის 21 მარტს დაიწყო და განცხადების მიღების პროცესი სამი კვირა გაგრძელდება.

პროგრამის ფარგლებში, მხარდაჭერილია 300-ზე მეტი ეკონომიური საქმიანობა, მათ შორის წარმოებისა და მომსახურების სექტორები. ამასთან,

პრიორიტეტულია შემდეგი საქმიანობები:

-ახალი ბიზნესის წამოწყება
-ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება
-იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება
-შშმ პირთა მიერ ბიზნესის წამოწყება და არსებულის გაფართოება
-სოფლად/მაღალმთიან სოფლეში ბიზნესის დაწყება/გაფართოება
-ახალგაზრდა (29 წლის ასაკის ჩათვლით) მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესის წამოწყება და არსებული ბიზესის გაფართოება
-ინტელექტუალურ სერვისზე ორიენტირებული პროექტები
-განთავსების საშუალებებსა და ტურისტულ სერვისებზე ორიენტირებული პროექტები
-მაღალი ინკლუზიურბის მქონე სექტორზე ორიენტირებული პროექტები


ფინანსური მხარადჭერა ითვალისწინებს, პოტენციური ბენეფიციარებისთვის მიზნობრივი გრანტის გამოყოფას მაქსიმუმ 30 000 ლარის ოდენობით (საპილოტე რეგიონებში 40 000 ლარი).
პროგრამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა რეგიონში ხორციელდება


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები