მარნეულიში (გარა არხის) გაწმენდა მომდევნო კვირიდან დაიწყება - მელიორაციის სამსახური
ქალაქ მარნეულის კოსტავას ქუჩაზე მდებარე არხი (გარა არხი) კვლავ დაბინძურებულია , ასევე საყოფაცხოვრებო ნარჩენებს შევხვდებით არხის მიმდეაბარედ. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, წყალიც მცირე რაოდენობით მოდის და დაბინძურებული არხის მიმდებარედ უსიამოვნო სუნი დგას, რაც მათთვის დისკომფორტს ქმნის.

,,ეს პრობლემა აქ სულ არის, ხალხი ნაგავს პირდაპირ წყალში ყრის, ესეც არის მიზეზი ამ ანტისანიტარიის, საშინელი სუნი დგას, გვაწუხებს და ვთხოვთ შესაბამის ორგანოებს ეს საკითხი მოაგვარონ".- თქვა ადგილობრივმა

როდის გაიწმინდება აღნიშნული არხი, საკითხთან დაკავშირებით რადიო ,,მარნეულთან" საქართველოს მელიორაციის, ხრამი-დებედას მარნეულის სერვისცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრე შუკაკიძემ განაცხადა, რომ  წმენდითი სამუშაოები მომდევნოო კვირიდან დაიწყება.

,,მაგ არხზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც დაახლოებით მომდევნო კვირას დასრულდება. ამის შემდეგ დაიწყება გაწმენდაც და წყალსაც ჩვეულებრივ გამოვუშვებთ". გვითხრა შუკაკიძემ

აღნიშნულ არხს მარნეულის მოსახლეობის ნაწილი, სოფლის მეურნეობაში იყენებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები