ორი თასი, ორი ოქროს და ერთი ვერცლის მედალი - მარნეულელი მშვილდოსანი გოგოების წარმატება
მარნეულელმა მშვილდოსნებმა, ქალაქ ბათუმში გამართულ საქართველოს თასის გათამაშებაზე, ორი პირველი და ერთი მეორე ადგილი მოიპოვეს. შეჯიბრზე მონაწილეობას სალომე ხარშილაძე, მირანდა საგინაძე და თათა ნავერიანი იღებდნენ. სალომე ხარშილაძე რადიო ,,მანეულთან" ამბობს, რომ კონკურენცია დიდი იყო, თუმცა პირველი ადგილის მოპოვება, მაინც შეძლო.

,,გათამაშდა საქართველოს თასი, შჯიბრი ღია ცის ქვეშ გაიმართა და მონაწილეობას მარნეულიდან, სამი გოგო ვიღებდით. მე გამოვდიოდი ახალგაზრდებში, დისტანცია იყო 70 მეტრი და დავიკავე პირველი ადგილი. კადეტთა შორის დისტანცია კი 60 მეტრი იყო. თათა ნავერიანმა მეორე ადგილი აიღო და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო მირანდა საგინაძემ ოქროს მედალი და თასი".-თქვა ხარშილაძემ

საქართველოს თასის გათამაშება ხუთ აპრილს დაიწყო და რვა აპრილს დასრულდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები