,,სოლიდარობა უკრაინელ ბავშვებს“-მარნეულის კულტურის ცენტრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
მარნეულის კულტურის ცენტრისა და ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის" მევიოლინეთა ანსამბლ ,,სი-მი"-ს ორგანიზებით პარასკევს 15 აპრილს, საქველმოქმედო კონცერტი:  ,,სოლიდარობა უკრაინელ ბავშვებს" გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია, მარნეულის კულტურის ცენტრის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

,,ა(ა)იპ "მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის"
მევიოლინეთა ანსამბლ ,,სი-მი""-ს და მარნეულის კულტურის ცენტრის ორგანიზებით პარასკევს, 15 აპრილს 15:00 საათზე გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი: ,,სოლიდარობა უკრაინელ ბავშვებს.""
მევიოლინეებთან ერთად კულტურის ცენტრის აღსაზრდელები მაყურებლის წინაშე მუსიკალური პროგრამით წარსდგებიან. მარნეულის კულტურის
ცენტრში მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შემოწირულობა გაიღონ უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად. მობრძანდით და ერთად
გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.
დასაწყისი: 15 აპრილი-15:00 სთ "
-წერია ფეისბუქ გვერდზე.

რუსეთის არმია უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და საომარი მოქმედებები დღემდე მიმდინარეობს. ურაინელების დასახმარებლად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, გზავნიან ჰუმანიტარულ დახმარებას, რაშიც მარნეულის მინიციპალიტეტი არაერთხელ ჩაერთო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები