მარნეულის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
მარნეულის N1 საჯარო სკოლაში დღეს 14 აპრილს დედანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა , რასაც ქვემო ქრთლში, სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დუხტურიშვილი, ქალაქ მარნეულის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ასევე სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე მარნეულის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებს, ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.

,,ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობას, მარნეულიდან მივულოცეთ ქართული ენის დღე. ასევე დავაჯილდოვეთ წარჩინებული მოსწავლეები მედლებით. მინდა განსაკუთრებით ჩვენს მოსწავლეებს და პედაგოგებს მივულოცო დღევანდელი დღე, რადგან ქვემო ქართლი არის ეთნიკურად მრავალფეროვანი. მათი შრომა და ჩართულობა არის ფასდაუდებელი".-თქვა დოხტურიშვილმა

,,გილოცავთ დედაენის დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღს, ასევე მედალოსნებს ვულოცავთ ამ დღეს, რომელთაც გადავეცით ოქროს და ვერცხლის მედლები და მომავალ ცხოვრებაში, წარმატებებს ვუსურვებ ყველას".-თქვა კენან ომაროვმა

,,დღევანდელი დღე, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ენა ერის იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. საქართველოს თვითმყოფადობას და ჩვენს პატრიოტულ სულისკვეთებას, ეროვნულ თვითშეგნებას სწორედ ქართული ენა აერთიანებს.
ახალგაზრდებს მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო. ჩვენ დღეს მოვახდინეთ იმ ახალგაზრდების დაჯილდოვება, როლებმაც საჯარო სკოლა წარჩინებულად დაამთავრეს".
-თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ

ღონისძიებაზე მედლები გადასცეს ახალი დიონკისის, საიმერლოს, მარადისის, თამარისის, ალგეთის N1, დიდი მუღანლოს, ზემო სარალის და ქვემო სარალი წარჩინებულ კურსდამთავრებულებს.

აღსანიშნავია, რომ მედლების გადაცემა ყოველწლიური ტრადიცია იყო, თუმცა ტენდერებში არსებული პრობლემების გამო, ბოლო რამდენიმე წლის მედლები წარჩინებულ მოსწავლეებს ერთდოულად გადასცეს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები