მარნეულის საკრებულოში არ იციან როდის დაიგება „აკელიკის“ მიერ გაფუჭებული გზები
მარნეულის ერთ-ერთი დატვირთული სათადარიგო გზა, რომელითაც ქალაქის ცენტრის ავლით შეგიძლია ბაზრის ტერიტორიაზე მოხვდე , ან სადახლოს ე.წ ტრასაზე გადახვიდე ჟორდანიას ქუჩაა. გზის გასწვრივ კერძო სახლები და სავაჭრო ობიექტებია. ტერიტორიაზე რკნიგზის ლიანდაგები გადის. მარნეულში წყალარინების პროექტის დაუმთავრებელმა პროექტმა, გზა უკვე მეორე წელია ამორტიზირებულ მდგომარეობაში დატოვა. გზის ერთ ნაწილში დარჩენილ ასფალტს მანქანები ერთმანეთს არ უთმობენ. სხვა შემთხვევაში ღრმა გუბეებში მანქანის გატარება გიწევს. მოსახლებას ამორტიზირებულმა გზამ მტვერი და წვიმიან დღეებში ტალახი დაუტოვა. როვშან გახრამანოვი რომელიც ჟორდაინას ქუჩიდან ერთ-ერთ ჩიხში ცხოვრობს ამბობს, რომ დაზიანებული გზების პრობლემა, წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობლობის დროს უფრო გაუარესდა.

,, 30 წელზე მეტია აქ ვცხოვრობ, სასმელი წყლის მილები არ გამოცვლილა, წყალი მოდის ტალახიანი კვირაში ერთჯერ და ზოგჯერ, ერთჯერაც არ მოდის, ეზოს გარეთ, რომ გამოვდივართ წვიმიან ამინდში, სულ ტალახში ვისვრებით, თუ მზეა საშინელი მტვერია, გვაწუხებს ეს მდგომარეობა და როდის ექნება დასასრული არ ვიცით". -თქვა გახრამანოვი

არტიომ გევორგიზოვს, ადგილზე მაღაზია აქვს გახსნილი, რადიო ,,მარნეულთან" ყვება, რომ გზის ერთ ნახევარზე, დაზიანებული ასფალტის საფარია, მეორეზე კი მოხრეშილი, რაც დისკომფორტს ქმნის გამვლელი ავტომობილებისთვის და ქვეითებისთვის.

" გზის ნახევარი ნაწილი გადათხარეს მაშინ, როცა აქ მილების გაყვანა დაიწყეს, შემდეგ მოხრეშეს ეს გადათხრილი მხარე. ნაწილზე ასფალტი დარჩა მაგრამ ვიწრო. ერთხელ მანქანამ გაიარა და ქვა აისხლიტა საბურავმა, ჩემი მაღაზიის კარებს მოხვდა და მინა ჩაიმსხვრა. ამ ზარალს მე ვინ ამინაზღაურებს, ან საერთოს თუ გააკეთებენ ამ გზას".-თქვა არტიომ გევორგიზოვმა


სამ წელზე მეტია მარნეულში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობლობა დაიწყო, პროექტი რამდენიმე თვეა შეჩერებულია. კომპანია რომელიც პროექტზე მუშაობდა შეთანხმების პირობები დაარღვია. მარნეულში დაუსრულებელი წყალმომარაგების სისტემის საკითხი, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ენმ- ს წევრმა ლაშა ქველაძემ, კვლავ წამოწია და საკრებულოს თავჯდომარეს მიმართა კითხვით, თუ როდის დასრულდება აღნიშნული პროექტი. მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, აღნიშნული პროექტი როდის დასრულდება.

,, საკითხზე არაერთხელ გვქონდა საუბარი. აკელიკმა სამუშაოები დაიწყო წყლისა და წყალარინების მოწყობაზე, ნახევრად შეასრულა და შეწყვიტა მუშაობა. ამ ორგანიზაციაზე გამოძიება მიმდინარეობს, საქმეები სასამართლოშია გადაგზავნილი. არ არის გამორიცხული, რომ გამოცხადდეს ტენდერი, კომპანია, რომ გამოჩნდება, რომელიც გააგრძელებს ამ სამუშაოებს, ან არის ვარაუდი , შიძლება ისევ აკელიკმა დაასრულოს სამუშაოები. ეს თემა არის სასამართლო პროცესში. მუნიციპალიტეტი ჯერ ამ პროექტისთვის თანხებს ვერ გამოყოფს, ვერ მოხდება მოასფალტება, რადგან სანამ არ მოწესრიგდება წყლისა და წყალარინების სისტემა, მანამდე იქ ასფალტის საფარის დაგება არასწორი იქნება, რადგან მერე ისევ უნდა გადაეფაროს, ამაში ჩართულია როგორც სამხარეო გუბერნია ისე ცენტრალური".- თქვა გიორგაძემ

წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკმა 55,940,022 დოლარით დააფინანსა. სამშენებლო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია ,,Aკელიკ Gროუპ" ახორციელებდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები