კოლეჯი "მოდუსი" მარნეულში რეგისტრაცია დაიწყო
დღეიდან, 2 მაისიდან, მარნეულში მდებარე სახელმწიფო კოლეჯ მოდუსში რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია ელექტორნულად ტარდება და ვებ-გვერდ vet.emis.ge-ზე ხორციელდება. კოლეჯში არსებული ყველა პროგრამა სახელმწიფოს მიერ 100%-ით ფინანსდება, სწავლის დაწყება კი ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქეს შეუძლია.

სწავლის დაწყების მსურველებს რეგისტრაციის გავლაში კოლეჯი მოდუსიც დაეხმარება. დაინტერესებულ პირებს კოლეჯისათვის მიმართვა 2 მაისიდან შეუძლიათ.

რეგისტრაციის პროცესი 22 აგვისტომდე გაგრძელდება.

გთავაზობთ კოლეჯი მოდუსის მიერ გამოცხადებული პროგრამების სიას:
  • მეხილეობის პროგრამა
  • მებოსტნეობა
  • აღმზრდელი
  • ბუღალტერია
  • ელექტროობა
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები