მარნეულის მერიამ მიწისძვრით დაზარალებული სახლების შესაკეთებლად 107 997 ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა
13 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზიანებული კერძო სახლების გამაგრებითი/სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, მარნეულის მერიის მიერ, გამოცხადებული სამი ტენდერი არ შედგა. ტენდერების ჩაშლის გამო მარნეულის მერიამ დაზიანებული სახლების გამაგრებით/სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გამარტივებული შესყიდვის გაფორმება გადაწყვიტა.

„თუ სატენდერო კომისია ისევ ელექტრონული ტენდერის გზით აიღებს გეზს შესაბამისი სამუშაოების შესყიდვისათვის ამას თუნდაც მინიმალური გაანგარიშებით დაჭირდება მინიმუმ 40 – 50 დღიანი დროის ინტერვალი, რათა საქმეები მივიდეს ხელშეკრულებების გაფორმებამდე, ისიც იმ შემთხვევაში თუ ელექტრონული ტენდერები შედგება და ყველა სატენდერო პროცედურა წარიმართება პოზიტიურად / დადებითად ყოველგვარი დოკუმენტალური / პროცედურული შეფერხებების / დაბრკოლებების გარეშე, შესაბამისად ამისა, ვინაიდან, გარდა სატენდერო პროცედურებისთვის საჭირო ზემოთ თქმული ვადებისა შესაბამისი ინფრასტრუქტურული / გამაგრებით-სარეაბილიტაციო პროექტების შესრულებისთვისაც დამატებით სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მინიმალური 90 დღიანი ვადაა მოცემული, რომ მიწისძვრით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრა / სალიკვიდაციო ღონისძიებების სრულფასოვნად გატარება მოხდეს თანადროულად მიმდინარე წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, ამიტომაც შემხვედრი ვითარება იმგვარადაა უკვე უთუოდ გადაუდებელი აუცილებლობით სამოქმედო“. - აღნიშნულია მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოხსენებით ბარათში

მარნეულის მერია მუნიციპალიტეტის მასშტაბით 21 კერძო საცხოვრებელი სახლის გამაგრებით/სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს, რისთვისაც 107 977 ლარისა და 42 თეთრის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.

თავდაპირველად ადგილობრივ თვითმმართველობას სამუშაოების შესრულებისათვის სამი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. ტენდერების მიხედვით, სოფელ დაშტაფაში, კასუმლოში, კაჩაგანში, შულავერში და ზემო სარალში სახლების გამაგრებითი/სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 39 391 ლარი იყო გათვალისწინებული, 33 823 ლარის ღირებულების ტენდერი იყო გამოცხადებული სოფელ მოლაოღლში, სადახლოში, ხოჯორნში და ცოფში საცხოვრებელი კერძო სახლების გამაგრებითი/სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, ხოლო სოფელ ჯანდარის დასახლებაში, ნასიმის ქ. N16; ქ. მარნეული, რუსთაველის ქ N75ე; ქ. მარნეული, უიარაღოს ქ.N1; ქ. მარნეული, ჟორდანიას ქ N32; ჯანდარის დასახლება, 9 ძმის ქ. N25 და სოფელი ჯანდარაში საცხოვრებელი კერძო სახლების გამაგრებითი / სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვისათვის 34 842 ლარი იყო გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ სამივე ტენდერი არ შედგა.

13 თებერვალს, 22:25 საათზე, დმანისში, სოფელ სამებასთან , 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა მარნეულშიც.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები