მარნეულის მერიის რეაბილიტაციის ტენდერი მეექვსე მცდელობაზეც ჩაიშალა
მარნეულის მუნიციპალიტეტმა მერიის შენობის რებილიტაცია/რეკონსტრუქციისათვის გამოცხადებული მეექვსე ტენდერიც ჩაიშალა.
ადგილობრივი თვითმმართველობა რვა თვეა სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას უშედეგოდ ეძებს. ხუთი ჩაშილილი ტენდერის მიხედვით, ორში მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მიანიჭეს, ხოლო ოთხ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო.

მერიის შენობის რებილიტაცია/რეკონსტრუქციისათვის 261 327 ლარია გათვალისწინებული.

პროექტით გათვალისწინებულია პირველ სართულზე მოსახლეობასთან კომუნიკაციის პროცესის გამარტივების მიზნით კანცელარიის ოთახის ფართის გაზრდა და შუალედური რგოლის სახით ფართის გამოყოფა. ასევე პირველ სართულზე პროექტით გათვალისწინებულია კორიდორის კედლების ლესვა-ღებვა და მასზე გამჭოლი კარების შეცვლა.

პირველი სართულის ოთახების ნაწილში გათვალისწინებულია სარემონტო სამუშაოები. მეორე სართულზე იგეგმება არსებული სან.კვანძის განახლება და არსებულ სამუშაო ოთახში ახალი სან.კვანძის მოწყობა. მესამე სართულზე გათვალისწინებულია კიბის უჯრედის კედლების შეფითხვა, ღებვა და სხვა.

ამ ეტაპზე მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის ეზოს / მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები სამ კვირაზე მეტია დაიწყო. სამუშაობს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ქართლი“ 825 900 ლარად ახორციელებს.

პროექტით ტერიტორიაზე გათვალისწინებულია მოსასვენებელი გამწვანებული სივრცეების შექმნა ბილიკებით, სკამებით, სანაგვე ურნებითა და გარე განათების დეკორატიული ლამპიონებით. შენოვის მარცენა ნაწილში მოეწყობა პარკინგი მუნიციპალიტეტის ვიზიტორთათვის (ადაპტირებული შშმ პირებისთვის), ხოლო შენობის უკან განთავსდება პარკინგი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისათვის. ორივე საპარკინგე სივრცე გამოიყოფა შლაგბაუმებით და სხვა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები