მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა სარწყავი არხების
გაწმენდის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვისათვის 81 273 ლარიანი
ტენდერი გამოცხადდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია გრუნტის დამუშავება და
დატვირთვა ექსკავატორით თვითმცლელებზე, გრუნტის დამუშავება ხელით,
თვითმცლელებზე დატვირთვით, წყლის ამოტუმბვა 1 ტუმბოთი, მონოლითური
რკინა/ბეტონით არხების მოწყობა და სხვა.
ტენდერში მოცემული აღწერის მიხედვით, მომსახურება გაწეული უნდა იქნეს
ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 01 მარტის ჩათვლით,
ეტაპობრივად, წერილობითი
დავალების შესაბამისად. მიმწოდებელს ობიექტის
კონკრეტული მისამართი, შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ან/და
დეფექტური აქტი და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა
წერილობით.
მარნეულის მერიამ შიდა სარწყავი არხების გაწმენდის რეაბილიტაციის
სამუშაოების ტენდერი 9 დეკემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის
მიღება,მსურველ პრეტენდენტებს 17-20 დეკემბრის პერიოდში
შეეძლებათ.
გარეკანის ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივი