ვის უჭერენ მხარს პარტიის თავმჯდომარეობაზე ენმ-ს მარნეულის რაიონულ ორგანიზაციაში
ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი - ეს ის ოთხი კანდიდატია, რომლებიც მონაწილეობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებში იღებენ. რადიო "მარნეულთან" საუბრისას ენმ“-ს მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლაშა ქველაძე აცხადებს, რომ მათი ორგანიზაციის უმრავლესობა სიმპათიით გიორგი მუმლაძისადმია განწყობილი.

„არჩევანის თავისუფლებაა და პატივს ვცემთ ნებისმიერ აზრს. თუმცა ორგანიზაციაში უმრავლესობა გიორგი მუმლაძის მიმართაა სიმპათიით განწყობილი. ენმ ყოველთვის იდგა აზრის პლურალიზმზე და პატივს სცემდა შიდა კონკურენციაზე, ამიტომ ამ პროცესიდან აუცილებლად უფრო ძლიერი გამოვა პარტია„ - ამბობს ლაშა ქველაძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში როგორც ჩანს საერთო კანდიდატზე არ შეთანხმებულან. პარტიის თავმჯდომარის კანდიდატებთან დაკავშირებით, განსხვავებული დამოკიდებულება აქვს მარნეულის საკრებულოს წევრს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ნარგიზა ალიევას და აცხადებს, რომ ის არჩევნებში მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერს.

„აუცილებელი კი არაა ერთმა რეგიონმა ერთი და იმავე კანდიდატს მისცეს ხმა. ეს შეიძლება სხვადასხვა იყოს. ადამიანები ირჩევენ იმ კანდიდატს, რომელსაც თვლიან, რომ წარმატებულად იმუშავებს პარტიაში. ეს არის პირადი არჩევანი და არავის არ აქვს უფლება რამე თქვას ამაზე. მე ვუჭერ მხარს ლევან ხაბეიშვილს. ხაბეიშვილს მარნეულში ათასობით მხარდამჭერი ჰყავს. მარტო მე კი არა ვარ. ასევე ნიკა მელიას, ბუღაძეს და სხვა. ყველა კანდიდატს თავის ამომრჩეველი ჰყავს მარნეულში. მე მარტო არა ვარ, ჩვენ გუნდი გყვავს, ახლო დღეებში მათ დაინახავთ. არანაირი დაპირისპირება არ არის, ჯანსაღი კონკურენციაა. გიორგი მუმლაძესთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ, ენმ-ს წევრები, მასთანაც ვიმუშავებთ  ვინც აირჩევა. არიან ადამიანები, რომლებსაც ყალბი დაპირისპირების შექმნა უნდათ. ძირითადი მიზანი ის გვაქს,  რომ ენმ განვითარდეს. საბრძოლო გზა უფრო ინტენსიური გვქონდეს. ძირითადი მიზანი, რა თქმა უნდა , მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაა. ამ მიმართულებით ახალი კანდიდატის სტრატეგია მნიშვნელოვანია. რა ნაბიჯებიც გადაიდგმება, ვინც არ უნდა აირჩიონ, ჩვენ ენმ-ს განვითარება გვინდა.“
- აცხადებს ალიევა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია დაიწყო და 26 იანვრის 10:00 სთ-მდე გაგრძელდება .

პარტიის განცხადებით, რეგისტრაცია, ისევე, როგორც ხმის მიცემა, განხორციელდება ელექტრონულად, უნიკალური ტექნოლოგიური პლატფორმის, “ბლოკჩეინის” სისტემის გამოყენებით.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებზე უშუალოდ ხმის მიცემა დაიწყება 28 იანვრის 10:00 სთ-ზე და დასრულდება 30 იანვრის 10:00 სთ-ზე.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები