ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია დაიწყო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია დაიწყო და 26 იანვრის 10:00 სთ-მდე გაგრძელდება .

პარტიის განცხადებით, რეგისტრაცია, ისევე, როგორც ხმის მიცემა, განხორციელდება ელექტრონულად, უნიკალური ტექნოლოგიური პლატფორმის, “ბლოკჩეინის” სისტემის გამოყენებით.

„უზრუნველყოფილია რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიისა და ხმის ფარულობა, რაც ნიშნავს, რომ არავის ექნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა (ვის მისცა ხმა).

„რეგისტრაციისთვის ამომრჩეველს შეუძლია იხელმძღვანელოს ვიდეოინსტრუქციით, რომელიც განთავსებულია პარტიის ოფიციალურ “facebook” გვერდზე.

რეგისტრაციისას წარმოშობილი კითხვების ან პრობლემების შემთხვევაში ამომრჩეველს
შეუძლია მიმართოს პარტიის ცხელ ხაზს ნომერზე: 032 2 47 11 55 12:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე“,- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებზე უშუალოდ ხმის მიცემა დაიწყება 28 იანვრის 10:00 სთ-ზე და დასრულდება 30 იანვრის 10:00 სთ-ზე.

ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში კი მონაწილეობენ ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები