მარნეულელმა გოგოებმა ფარაჯანოვის შემოქმედებით კონკურსში გაიმარჯვეს
12 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სერგო ფარაჯანოვის სახელობის შემოქმედებითი კონკურისის მონწილეთა ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

გამოვლინდა სამი გამარჯვებული არასრულწლოვნებში, რომლებიც მარნეულის ორგანიზაცია "ახალგაზრდული განვითარების სახლის" წევრები არიან. როგორც ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არამ აკოპიანმა გვითხრა, ჟიურის რჩეული მარეტა ელოიანი, ილას უნივერსიტეტის რჩეული ლამარა დანელიანი, ქართველ სომეხთა კავშირის რჩეული კი ანი პილტოიანი გახდა.

„ჩვენი გოგები
უკვე მეორე წელია იღებენ ამ კონკურში მონაწილეობას და საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. საკმაოდ მნიშვნელოვანია ეს კონკურსი ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ფარაჯანოვი საკმაოდ ცნობილი პერსონა იყო და გოგებმა ამ წარმატებით ჩვენი მუნიციპალიტეტი ასახელეს“
- ამბობს არამ აკოპიანი.

არასრულწლოვნებს გადაეცათ ფულადი ჯილდო და წიგნის ვაუჩერი, ასევე სამახსოვრო საჩუქრები ერევნის სერგო ფარაჯანოვის სახელობის მუზეუმისგან.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულები მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული ხატვის წრის მოსწავლეები არიან. მათი მასწავლებელი კი თამარ აბაშიძეა.



გარეკანის ფოტო: არამ აკოპიანი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები