ზაურ დარგალმა მარნეულელებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის წევრმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაურ დარგალმა 17 იანვარს მარნეულელებთან შეხვედრა გამართა.



რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე მოსახლეობაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.

„სხვადასხხვა სოფლებიდან იყვნენ მოსულნი. ისინი სისტემატიურად მოგვმართავენ და მერე მოქალაქეებს ვაფიქსირებთ, ვეპატიჟებით და შეხვედრას ვატარებთ. დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხებზე ვილაპარაკეთ. სოციალური, პირადი, ბანკებთან დაკავშირებლი საკითხები იყო განხილული. სოფლის მეურნებობის და ინფრასტრუქტურის საკითხებიც იყო. შეიძლება ითქვას, რომ ყველა პრობლემაზე ვისაუბრეთ რაც მოქალაქეებს აწუხებდათ. უმრავლესობა სოციალურ სამსახურთან, სარწყავ წყალთან დაკავშირებულ კითხვებს სვამდნენ. დახმარებას ითხოვდნენ. შეხვედრების ჩატარებას აქტიურად ვგეგმავთ. ბიუროში და ასევე სოფლებში ჩავატარებთ შეხვედრებს“.

მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს რომ ახლო მომავალში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები