დღეს, 30 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა
გაიმართა, სადაც 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 67 214 900
ლარით განისაზღვრა.
შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული თანხა სხვა წლების ბიუჯეტს
მნიშვნელოვნად აღემატება. საგზაო ინფრასტრუქტურა, წყლის
სისტემების განვითარება, გარე განათება, მუნიციპალური ტრანსპორტის
განვითარება, ავარიული შენობების და სახლების რეაბილიტაცია,
სადღესასწაულო ღონისძიებები და სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა
- ეს ის რამდენიმე მიმართულებაა, რაზეც 2023 მარნეულის
ბიუჯეტი
გაიხარჯება.
30 იანვარს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ფინანსური
აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილებასთან დაკავშირებით
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსის მოვალეობის
შემსრულებელმა მაია ნავერიანმა ისაუბრა.
„გზების მოვლა-შენახვა 197 714 ლარი , გზების მშენებლობა
და რეაბილიტაციაც 2 115 479, სასმელი წყლის სისტემის ექსპლუატაცია
არაფინანსურ აქტივების ზრდა 61 000 ლარი. სასმელი წყლის მშენებლობა და
რეაბილიტაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა 2 707 822 ლარი, მათ
შორის, 608 322 ლარი ვალდებულებების კლება. სარწყავი
არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია
85 310 ლარი, გარეგანათების ახალი წერტილის მოწყობა
6 318 ლარი, სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია და მშენებლობა
205 521 ლარი“
ბიუჯეტის ვრცელი განხილვა შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ:
საკრებულო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სულ 6 საკითხი
განიხილეს. მათ შორის, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის და მათი თანამდებობრივი
სარგოს ოდენობის შეთანხმების თაობაზე, საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი
პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტის შესახებ და სოციალურ
საკითხები.